MCbrand Logo Vertical smallC

    

logoALCP

seagsm

EU4Youth-SEAG Overview

 EU4Youth -სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში

 

პროექტის შესახებ

ევროკომისიის EU4Youth ინიციატივის ფარგლებში მერსი ქორფსი და მისი პარტნიორები - საქართველოს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO) და არასამთავრობო ორგანიზაცია სომხეთიდან - განვითარების პრინციპები (DP), მიზნად ისახავენ, პროექტის: სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG) ფარგლებში, გაზარდონ ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ საზოგადოებრივი ცვლილებების ინიცირებას ამ მიმართულებით.

პროექტის ხანგრძლივობა: 30 თვე; 6 იანვარი, 2020 – 6 ივლისი, 2022

პროექტის ბიუჯეტი: 1,666,560 ევრო

პროექტის მთავარი მიზანია სომხეთსა და საქართველოში ახალგაზრდების (18-დნ 29 წლამდე) სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში. უთანასწორობის შემცირება მათი გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით. პროექტის პრიორიტეტია თანამშრომლობა ახალგაზრდების მოწყვლად ჯგუფებთან და იმ საწარმოებთან, რომლებიც ყველაზე მწვავე სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ ორივე ქვეყანაში, რათა მიღწეულ იქნას სამი ძირითადი შედეგი:

1. სოციალური მეწარმეობის სფეროში გაძლიერებული უნარები, ცოდნა და შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის,;

2. ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების მიერ წარმატების მიღწევა ფინანსებზე, ბიზნესის მხარდამჭერ სტრუქტურებზე, ქსელებსა და ძირითად საბაზრო სექტორებზე წვდომის გაუმჯობესებით;

3. სომხეთსა და საქართველოში ახალგაზრდებზე ორიენტირებული სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის გაძლიერება.

პროექტი გაზომავს და შეაფასებს იმ გავლენას, რაც მიიღწევა ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების ეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდით, მათი წახალისებითა და შესაძლებლობების განვითარებით, რათა სოციალურ მეწარმეობაში საქმიანობა გაგრძელდეს პროექტის დასრულების შემდეგ. SEAG-ის მენტორინგისა და ბიზნესის განვითარების კომპონენტი საშუალებას მისცემს სოციალურ საწარმოებსა და დაინტერესებულ მეწარმეებს გაზარდონ პროდუქტიულობა, დაასაქმონ ახალი თანამშრომლები, გახდნენ მიმზიდველი კლიენტები ფინანსური ინსტიტუტებისათვის, გააუმჯობესონ გაყიდვები და მიიღონ მეტი მოგება; რაც მათი თემებისა და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველია.პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს იმ დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას (საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები), კოორდინირებას უწევენ არსებული სოციალური საწარმოების აქტივობებს (სოციალური საწარმოების გაერთიანება საქართველოში, სოციალური საწარმოების ასოციაცია სომხეთში) და გავლენას ახდენენ და აყალიბებენ კანონმდებლობასა და სოციალურ საწარმოებთან დაკავშირებულ პოლიტიკას, რათა შეიქმნას სოციალური მეწარმეობისათვის უფრო მიმზიდველი სამუშაო გარემო.

ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი

სამიზნე რეგიონებში სოციალური საწარმოების ფინანსური ხელშეწყობის მიზნით, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომელიც ჩატარდება ორ ეტაპად:

ეტაპი 1: ინტერესის გამოხატვის ფორმა წარდგენა. ეს არის მარტივი ფორმა, რომელშიც უნდა მიეთითოს ძირითადი ინფორმაცია განმცხადებლის სოციალური საწარმოს შესახებ; ინფორმაცია მენეჯმენტისა და თანამშრომლების, მათ შორის ახალგაზრდების, ახალგაზრდა ქალების, მოწყვლადი ახალგაზრდებისა და უმცირესობების ჩართულობის შესახებ; ბიზნეს იდეა და პროექტის მოკლე აღწერა; საწარმოს სოციალური მისიის აღწერა; ინფორმაცია პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების შესახებ; სავარაუდო ბიუჯეტი; თანადაფინანსების რაოდენობა და წყაროები.

ეტაპი 2: სრული განაცხადის წარდგენა. წარმატებული განმცხადებლები მიიღებენ მოწვევას სრული განაცხადის წარსადგენად, რომელსაც ექნება ბიზნეს გეგმის ფორმა და მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ; სოციალური მისია და პრიორიტეტები; დეტალური ინფორმაცია მენეჯმენტსა და თანამშრომლებზე, მათ შორის ახალგაზრდებზე, ახალგაზრდა ქალებსა და მოწყვლად ჯგუფებზე; პროექტის მიზანი, განხორციელების გრაფიკი, შემოთავაზებული აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები; პროექტის დასაბუთება, საჭიროება, აღწერა, სარგებელი; პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობა; პროექტის გავლენა, მდგრადობა, გარემოს დაცვის საკითხების გათვალისწინება; დეტალური ბიუჯეტი და თანადაფინანსების ოდენობა და წყაროები.

 

EU4Youth Social Entrepreneurship in Armenia and Georgia (SEAG) initiative fosters youth employment and societal change through the Social Entrepreneurship in border regions of Armenia and Georgia. Project supports development of the entrepreneurial potential of young people (ages 18-29) from Armenia and Georgia in the field of social entrepreneurship, notably with a view to contributing to social cohesion, employment, inclusion, and reduction of inequalities. The project is funded by the European Union under its EU4Youth Programme.