MCbrand Logo Vertical smallC

    

                                 logoALCP

კითხვა-პასუხი

აღსანიშნავია, რომ მოგების მიღება არ არის სოციალური საწარმოს მთავარი დანიშნულება, თუმცა
შემოსავალი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საწარმოს წარმატებაში. სწორედ, მდგრადი
შემოსავლები განასხვავებს სოციალურ საწარმოს ტრადიციული საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან,
რომლებიც თავიანთი სოციალური მიზნის მისაღწევად დამოკიდებულნი არიან შემოწირულობებსა და
გრანტებზე.
სოციალური საწარმოს მიზანია მოგების მთლიანად ან ნაწილობრივ რეინვესტირება სოციალური
მიზნების მისაღწევად და არა მისი მთლიანად გაყოფა დამფუძნებლებს შორის.
წარმატებული სოციალური საწარმო არის ის, რომელიც შეძლებს დააბალანსოს ორგანიზაციის
სოციალური მისიის დაცვა და საწარმოს მაქსიმალური პროდუქტიულობა, მისი მდგრადობის
უზრუნველსაყოფად


რა ტიპის სოციალურ პრობლემებს აგვარებენ სოციალური საწარმოები?
სოციალური საწარმოს ბიზნეს მოდელი მოსახერხებელია ნებისმიერი იდეისთვის, ფართო სოციალური
პრობლემიდან მცირე თემის განვითარების პროექტამდე: შშმ პირების დასაქმება, გარემოსდაცვა,
ჯანდაცვა, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და სხვა.
მაგალითად:
წნორში შექმნილი „ცოდნის კაფე“, საიდანაც მიღებული შემოსავალი ხანდაზმულებზე
უზრუნველობას ხმარდება;
„ბაბალე“, რომელიც ამზადებს და ყიდის სხვადასხვა პროდუქციას, შშმ ბავშვებზე მიმართული
პროექტების განხორციელებისთვის

არსებობს თუ არა საქართველოში კანონი, რომელიც არეგულირებს სოციალურ მეწარმეობას?
საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს კანონი სოციალური მეწარმეობის შესახებ. სოციალური
საწარმოების საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და საგადასახადო

კოდექსი. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების თაოსნობით უკვე მიდის მუშაობა
კანონმდებლობაზე, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს ამ ტიპის საწარმოთა წარმატებით
ფუნქციონირებას.

როგორ ხდება საქართველოში სოციალური საწარმოების მხარდაჭერა?
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის
მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა. ამ პროექტების შედეგად ქვეყანაში 80-მდე სოციალური
საწარმო ჩამოყალიბდა, რომელთა უმეტესობა დღესაც წარმატებით აგრძელებს მუშაობას.
ამჟამად, “ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის” (EU4Youth) პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps) და მისი პარტნიორები: საქართველოს
ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO) და სომხეთის არასამთვარობო
ორგანიზაცია „განვითარების პრინციპები“ (DP) ახორციელებენ პროექტს “სოციალური მეწარმეობა
სომხეთსა და საქართველოში”. საქართველოში პროექტი ფარავს კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-
ჯავახეთის რეგიონებს, ხოლო სომხეთში - ტავუშის, ლორის და შირაქის მარზებს (რეგიონებს).
პროექტი დაიწყო 2020 წლის იანვარში და დასრულდება 2022 წლის ივლისში.

რა მიზანს ემსახურება პროექტი “სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და
საქართველოში”?
პროექტის მიზანია საქართველოსა და სომხეთში ახალგაზრდების (18-დან 29 წლამდე) სამეწარმეო
პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში, უთანასწორობის შემცირება მათი
გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით.
პროექტის პრიორიტეტია თანამშრომლობა ახალგაზრდების მოწყვლად ჯგუფებთან და იმ
საწარმოებთან, რომლებიც ყველაზე მწვავე სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ
ორივე ქვეყანაში

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?
პროექტში მონაწილეობა შეუძლია კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს, დამწყებ
ბიზნესებს, რომელთაც გააჩნიათ მდგრადობაზე ორიენტირებული ბიზნეს იდეა, ნათლად
განსაზღვრული სოციალური მიზნით, მათ მენეჯმენტს კი ახორციელებენ ახალგაზრდები და/ან
თანამშრომლების უმეტესობა არის ახალგაზრდა.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი სახის იურიდიული ფორმა:
არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირი; შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; ამხანაგობა; სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივი; ინდივიდუალური მეწარმე.
აუცილებელია, რომ სოციალური საწარმო მდებარეობდეს და/ან თავის საქმიანობას ახორციელებდეს
პროექტის სამიზნე მინიმუმ ერთ-ერთ რეგიონში

მოიცავს თუ არა ეს პროექტი სოციალური საწარმოს ფინანსურ ხელშეწყობას?
პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 12 სოციალური საწარმოს ფინანსურ მხარდაჭერას. მხარდაჭერა
განხორციელდება საგრანტო კონკურში გამარჯვებული იმ სოციალური საწარმოებისთვის, რომელთა
საქმიანობა მოიცავს: 1) სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სასოფლო-ტურიზმის, მომსახურების
სფეროს, ვაჭრობის და ა.შ. განვითარებას; 2) სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების და/ან
კონკურენციის გაუმჯობესებას; 3) კომერციული და/ან სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენას
(როგორიცაა: გზები, ხიდები, წყლის სისტემები, ქარხნები, სათბურები, რეკრიაციული ზონები); 4)
ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, განვითარებას და ადგილობრივი აქტივობების და ცხოვრების დონის
გაუმჯობესებას; 5) იმ ეკონომიკური და სოციალური აქტივობების ხელშეწყობას რაც მიმართულია
ქალების, ახალგაზრდების და შშმ პირების კეთილდღეობისკენ; 6) ადგილობრივი კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას; 7) ონლაინ ბიზნეს აქტივობების განვითარებას; 8) ბუნებრივი
რესურსების და გარემოს დაცვას და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას.

კიდევ რა სახის მხარდაჭერის მიღებაა შესაძლებელი სოციალური საწარმოს წარმატებისა და
მდგრადობის მისაღწევად?
პროექტში მონაწილე სოციალური საწარმოები, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, მიიღებენ
მონაწილეობას დაგეგმილ ტრენინგებში და სასწავლო ტურებში საქართველოსა და სომხეთში და მათ
საზღვრებს გარეთ. ასევე, მათი საწარმოების მდგრადობისათვის, მათ მენტორობას გაუწევენ
საქართველოში არსებული ბიზნესები, ფინანსური ინსტიტუტები და ბიზნესში მოღვაწე სხვადასხვა
ორგანიზაციები.

რა სარგებელის მომტანია ამ პროექტში მონაწილეობა?
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და სხვა საქმიანობებში ჩართულობა ახალგაზრდებს
მისცემს საშუალებას გაიუმჯობესონ ცოდნა და გამოცდილება ბიზნესის დაგეგმვაში, ბიზნესს გეგმების
შედგენასა და ფინანსურ აღრიცხვაში, პროდუქციის წარმოებასა და მის მარკეტინგში. ისინი შეძლებენ

გაიგონ მეტი სოციალური საწარმოების ამოცანებსა და მიზნებზე, ჩამოაყალიბონ ურთიერთობა თავის
თანატოლებთან და ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ მომავალი საქმიანობა. ხოლო, ის
ახალგაზრდული სოციალური საწარმოები, რომლებიც გაიმარჯვებენ საგრანტო კონკურსში, შეძლებენ
გააფართოონ საკუთარი სოციალური საწარმოს საქმიანობა, მიიღონ მეტი მოგება და უფრო მდგრადი
გახადონ მისი ფუნქციონირება, რათა მიღწეულ იქნას დასახული სოციალური მიზანი.
პროექტში მონაწილეობა განსაკუთრებით აქტუალურია COVID-19 პანდემიის პირობებში, ვინაიდან ეს
ფასდაუდებელი შესაძლებლობაა პანდემიის შემდგომ პერიოდში ბიზნესის განვითარებისა და
სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

როგორ შეიძლება პროექტში ჩართვა?
პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგ
ბმულზე: https://forms.gle/c34VQkA4Nymok6FMA 2020 წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში პროექტის თანამშრომლები უშუალოდ
დაგიკავშირდებიან გასაუბრების მიზნით

ვინ არის პროექტის “სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში” დონორი?
პროექტის დონორია ევროკავშირი, “ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის” (EU4Youth) პროგრამის
ფარგლებში

როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდობას?
ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ემყარება საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA). საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული
საზღვრების ტერიტორიული დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერით, პოლიტიკური დიალოგის,
თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების მეშვეობით, ევროკავშირი კვლავ რჩება ძლიერი,
დამოუკიდებელი და წარმატებული საქართველოს მხარდამჭერი. ყოველწლიურად, ევროკავშირი
საგრანტო დახმარების სახით უზრუნველყოფს 120 მილიონი ევროს გამოყოფას საქართველოსთვის.
ევროკავშირის ერთი-ერთი მთავარი მიმართულებაა ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების
პერსპექტივების ხელშეწყობა. საქართველოსთან ერთად ევროკავშირი მიზნად ისახავს ახალგაზრდებს
სწავლის, მუშაობის, საზოგადოებრივ საქმიანობაში მაქსიმალურად ჩართვის და თავიანთი
პოტენციალის სრულად განხორციელების შესაძლებლობები შეუქმნას.