პროგრამის შესახებ

2023 წლის სექტემბრიდან, მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო 3 წლიანი პროგრამა საქართველოსა და სომხეთში - „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“.

პროგრამა მოიცავს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ძალადობის (TFGBV – Technology Facilitated Gender Based Violence)  ფორმებისა და მათგან თავის დაცვის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, TFGBV-ის კვლევას საქართველოსა და სომხეთში, სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს და საგანმანათლებო ორგანიზაციების გაერთიანებას TFGBV-ის პრევენციისთვის და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებისთვის. 

პროგრამის ფარგლებში შემუშავდება და ჩატარდება - ელექტრონული კომერციალიზაციის, ელექტრონული მარკეტინგის კურსები, რომლებიც ინტეგრირებული იქნება აგრარულ და ტურიზმის მიმართუებების სასწავლო კურსებთან. მეწარმე ქალებს საქართველოსა და სომხეთში ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა და უნარები ონლაინ მარკეტინგის, ელექტრონული გაყიდვების და სხვა ელექტრონული ბიზნეს საქმიანობის შესახებ. 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ციფრული ტრანსფორმაციის დემოკრატიზაციისა და ბიზნესში ქალების ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.

სამიზნე ქვეყნები:

საქართველო - აღმოსავლეთ საქართველო, თბილისის ჩათვლით, სამცხე-ჯავახეთი.

სომხეთი - ერევანი, გიუმრი (შირაქის პროვინცია), ვანაძორი (ლორის პროვინცია).

სამიზნე აუდიტორია

სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული მეწარმე ქალები.

პროექტის ხანგრძლივობა

სექტემბერი, 2023 - სექტემბერი, 2026

დონორი

პროგრამა - „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში

 

პარტნიორები

საქართველოში „მერსი კორპსის“ პარტნიორი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არის -  სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD), ხოლო სომხეთში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გენდერული თანასწორობის საკითხებში - გავლენის ინოვაციების ინსტიტუტი (IMINI).

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD)
E:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
მისამართი:
თბილისი, მცხეთის ქუჩა N48/50
   
გავლენის ინოვაციების ინსტიტუტი (IMINI)
E:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
მისამართი: Zaqyan 5/1 , Yerevan, Armenia

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში

მისამართი: თბილისი 0194, ა. ცაგარელის 48

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

FB: https://www.facebook.com/SafeOnlineGEOARM

WEB: safeonline.ge